ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილი: 6 თვეში ეკონომიკას ვერ ავაღორძინებთ

30 მაისი, 2013 • • 1096
ბიძინა ივანიშვილი: 6 თვეში ეკონომიკას ვერ ავაღორძინებთ

“გაჩვენებთ, რომ ტერიტორიებს დავიბრუნებთ. რა დავუთმეთ ჩვენ რუსეთს? არაფერი გვაქვს დასათმობი და არც არაფრის დათმობას ვაპირებთ. რაც შეეხება რიტორიკას, რა მივიღეთ იმ რიტორიკით, რომელიც წინა ხელისუფლებას ჰქონდა, ხომ ნახეთ. ახლა ისე აბრუნებენ ყველაფერს, თითქოს ტერიტორიები ჩვენ დავკარგეთ. რადგან რუსეთთან დიპლომატიური საუბარი დავიწყეთ, “ნაციონალური მოძრაობა” ცემს ყიჟინას, თითქოს რამეს ვაჩუქებთ. ტერიტორიები უკვე გააჩუქეს მათ და ჩვენ დაბრუნებაზე ვზრუნავთ. გაჩვენებთ, რომ დავიბრუნებთ. ცოტა დაელოდეთ და რამდენიმე წელიწადში ყველაფერს აღვადგენთ”,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

 

სქართველოს პრემიერმინისტრმა ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში ეკონომიკური განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ძირითადი საზრუნავი ეკონომიკა და ქარხნებია. “წლის ბოლომდე უნდა მოვახერხოთ და მინიმუმ 60 ქარხანა უნდა გვქონდეს. არ ხდება ეკონომიკის აღორძინება სწრაფად, 6 თვეში არცერთ მთავრობას არ აუღორძინებია. ყვლაზე მეტ დროს ვხარჯავ ეკონომიკაზე. მეორე წელი იქნება შესამჩნევი, გამოჩნდება, რომ ეკონომიკაში ცვლილებები შემოდის. მესამე წელი იქნება კარგი, მეოთხე ძალაინ კარგი გარე ფაქტორები ახდენენ გავლენას ეკონომიკაზე” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 


საქართველოს პრემიერმინიტრის განცხადებით, ის არ გავფლანგავს საზოგადოების ნდობას:”რეალობიდან უნდა გამოვიდეთ. შეუძლებელს ვერ გავაკეთებთ.” 



 

მასალების გადაბეჭდვის წესი