ახალი ამბები

კბილაშვილი: თუ დათა ახალაია ითანამშრომლებს გამოძიებასთან, შეღავათი მიენიჭება

30 მაისი, 2013 •
კბილაშვილი: თუ დათა ახალაია ითანამშრომლებს გამოძიებასთან, შეღავათი მიენიჭება

“ის, რაც გაზეთებში გამოქვეყნდა, ინტერვიუ, იყო აღებული იმ დროს, როდესაც გავრცელდა მისი მიმართვა, ანუ ცოტა თემა მოძველებული იყო  და რადგან გაზეთში ახლა დაიბეჭდა, თითქოს შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ რამე სიახლესთან გვაქვს საქმე.

 

არავითარი სიახლე, იქ საუბარია მხოლოდ, რომ თუკი იარსებებს ადამიანი, კონკრეტულად დათა ახალაია, რომელიც ითანამშრომლებს გამოძიებასთან, მისცემს გამოძიებას საინტერესო ინფორმაციას და გარკვეულ დანაშაულს გამოამჟღავნებს, კანონი ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ იყოს შეღავათი მინიჭებული. მე ვთქვი ზოგადი წესი და არა კონკრეტულად რაიმე მასთან დაკავშირებული”, – განაცხადა არჩილ კბილაშვილმა დღეს, 30 მაისს, მთავარ პროკურატურაში გამართული მიღების შემდეგ.

 

შეგხსენებთ, რომ სოციალურ ქსელ facebook-ით კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს ხელმძღვანელს დათა ახალაიას მიმართვა გავრცელდა, რომელშიც ახალაია შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს ადანაშაულებს. აღნიშნული მიმართვის გავრცელების შემდეგ კოტე კუბლაშვილმა განაცხადა:

 

“თუ ეს ადამიანი დაბრუნდება საქართველოში და ჩვენებას მისცემს საგამძიებო ორგანოებს და თუ დადგინდება, რომ ჩვენებები რეალურ ფაქტებს ეფუძნება, შესაძლებელია ახალაიას სტატუსი გადაიხედოს და პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდეს” 

 

დათა ახალაიას და ასევე შსს ყოფილ მაღალჩინოსანს გერონტი ალანიას ბრალი დაუსწრებლად  აქვთ წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის 333– ე მუხლის მესამე ნაწილით (უფლებამოსილების გადამეტება)  და 143–ე მუხლის მეორე ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა)  წარედგინათ. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი