ახალი ამბები

ივანიშვილი: საოკუპაციო საზღვარზე შესაძლოა პოლიცია დავამატოთ

30 მაისი, 2013 • 1079
ივანიშვილი: საოკუპაციო საზღვარზე შესაძლოა პოლიცია დავამატოთ

“ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია რაც არსებობს ფეხზე დავაყენეთ. არ არ გამოვრიცხავთ პოლიციის გაზრდას, თუ ეს არ გამოიწვევს საერთაშორისო ორგანიზაციების უკმაყოფილებას, მათთან შეთანხმებით. მოთმინება და დავალაგებთ მემგონი ყველაფერს. რაც მთავარია ვეხმარებით მათ, ვინც დაზარალდა, ვისაც შეეზღუდა უფლებები. მაგრამ არ შეიძლება ემოციურად და არ შეიძლება აგრესიულად”, – განაცხადა ივანიშვილმა მთავარ პროკურატურაში, პროკურატურის მუშაკის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების დასრულების შემდეგ.

 

რუსი ოკუპანტების მხრიდან ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის რამდენიმე ასეული მეტრით გადმოწევის ფაქტებზე ინფორმაცია 27 მაისს დილით შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ ჩხეიძემ გაავრცელა.

 

პირველი კომენტარი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა “პრაიმ ტაიმთან” გააკეთა:

 

“მაინტერესებს საიდან მოდის ეს, უმაღლესი ხელისუფლებიდან თუ … არ გამოვრიცხავ, ეს უფრო დაბალ დონეზე, მინისტრის ან გენერლის დონეზე წყდებოდეს” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა “პრაიმ ტაიმისთვის” მიცემულ ინტერვიუში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი