ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებითა და კახა კალაძის შუამდგომლობით, დინამო არენაზე მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების მატჩი გაიმართა. იურისტების არაერთი განცხადების მიუხედავად, რომ თბილისის მერობის კანდიდატის ამ ღონისძიებაში მონაწილეობით შესაძლოა საქართველოს საარჩევნო კანონი დარღვეულიყო, კალაძემ მაინც ითამაშა. საიას შეფასებით, მატჩის შემდეგ, თბილისის მერობის სახელისუფლებო კანდიდატის მეგობარმა ანდრეი შევჩენკომ წინასაარჩევნო აგიტაციის წესები დაარღვია.
დინამო არენაზე გამართული ვარსკვლავების საქველმოქმედო მატჩი უხვგოლიანი გამოდგა – ოტო რეჰაგელის „მსოფლიოს XI”-მა ალექსანდრე ჩივაძის „GFF XI” 6:5 დაამარცხა. მსოფლიო ნაკრების კაპიტანი ფრანჩესკო ტოტი იყო, ხოლო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდის – კახა კალაძე.
ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ბილეთების რეალიზაციით, ვარსკვლავების თამაშზე 301 ათასი ლარი, ხოლო საქართველო-ირლანდიის მატჩზე 102 ათასი ლარი შეგროვდა. ფედერაციის ცნობით, ორივე თამაშიდან შემოსული 403 ათასი ლარი სრულად მოხმარდება ბორჯომის ხეობის აღდგენით სამუშაოებს. ვარსკვლავების მატჩის ფოტორეპორტაჟი იხილეთ ამ ბმულზე. ნეტგაზეთი გთავაზობთ ფოტოებს დინამო არენადან:
იტალიური რომას ლეგენდარული ფეხბურთელი ფრანჩესკო ტოტი. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთიმილანისა და რომას ლეგენდარული კაპიტნები – პაულო მალდინი და ფრანჩესკო ტოტი. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთიკალაძის შვილი დინამო არენაზე ვარსკვლავებს ეთამაშება. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთიფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და ქართული ოცნებიდან პარლამენტარი, შალკესა და ჰერტას ყოფილი ფეხბურთელი, ლევან კობიაშვილი. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთიმილანის ყოფილი ფეხბურთელები, მასიმო ამბროზინი და იბრაჰიმ ბა. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთიბრაზილიის ნაკრებისა და მილანის ყოფილი მეკარე, დიდა და მისი გულშემატკივარი. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთიდღევანდელ მატჩს ბორჯომის ხეობაში მომუშავე მეხანძრე-მაშველლებიც ესწრებიან. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთიფრანჩესკო ტოტისთან არაერთი გულშემატკივარი ცდილობს სურათის გადაღებას. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთიკახა კალაძე, სოლგადო და ხავიერ ძანეტი. კალაძე იურისტების რჩევის მიუხედავად, რომ საარჩევნო კანინი არ დაერღვია, მაინც იღებს დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობას. ერთ-ერთი გუნდის კაპიტანი სწორედ ის არის. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთილეგენდარული უკრაინელი ფეხბურთელი, ანდრეი შევჩენკო, რომელიც დღეს იუბილარია. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთიკახა კალაძის მეგობარი ვარსკვლავები. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთიიტალიური ლაციოსა და მილანის ყოფილი ფეხბურთელი, მაურო ტასოტი. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთიმადრიდის რეალისა და ესპანეთის ნაკრების ლეგენდარული მცველი, მიჩელ სოლგადო. ფოტო: მარიამ ვოგვერაძე/ნეტგაზეთიმსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები და ქართველი ვეტერანი ფეხბურთელები დინამო არენაზე. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთიკახა კალაძე ცდილობს ლუკა ტონის ბურთი წაართვას. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთიბრაზილიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ლეგენდარული ფეხბურთელი კაფუ. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთიმსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები დინამო არენაზე. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთიმსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები დინამო არენაზე. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთიმიჩელ სოლგადო ბურთით. კადრში ჩანს ძანეტი და მისი ბანერები, რომელიც გულშემატკივარმა დინამო არენაზე გამოფინა. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი
კაფუ დასარტყმელ პოზიციაზე გადის. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთიკაფუ და სებასტიან ფრეი. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთისებასტიან ფრეი იგერიებს კაფუს დარტმულ ბურტშ. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთიბილეთების შემოსული თანხა ბორჯომის ხეობის აღდგენას უნდა მოხმარდეს. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი