ახალი ამბები

“იოლის” ყოფილი მფლობელი თანხის მითვისების ბრალდებით დააკავეს

30 მაისი, 2013 • • 984
“იოლის” ყოფილი მფლობელი თანხის მითვისების ბრალდებით დააკავეს

ბიზნესმენის დაკავების შესახებ ინფორმაცია ლიტვურმა მედიამ ბიზნესმენის ცოლზე, ვაივა დიჟიოკაიტანე ვაიტკევიციენეზე დაყრდნობით გაავრცელა. მისი განცხადებით, საულიუს ვაიტკევიციენემ “იოლში” თავისი წილი გაყიდა და ქვეყანას ამიტომ ტოვებდა. 2013 წლის გაზაფხულამდე ცოლ–ქმარი ქართულ ბიზნესში აქტიურად იყო ჩართული. ვაივა დიჟიოკაიტანე ვაიტკევიციენე “პოპულის” დირექტორი იყო, საულიუს ვაიტკევიციენე კი – “იოლის”.

 

როგორც დაკავებულის ცოლმა ლიტვურ საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, მისთვის უცნობია თუ რას ედავება გამოძიება დაკავებულს. როგორც აივა დიჟიოკაიტანე ვაიტკევიციენე ამტკიცებს, ერთადერთი, რაც იცის, არის ის, რომ გამოძიება დაინტერესდა საულიუს ვაიტკევიციენეს კავშირებით ვანო მერაბიშვილის ყოფილ მრჩეველთან დარიუს იურგელიავიჩიუსთან, რომელიც ასევე იყო ტელეკომპანია “პიკის” მფლობელი.

 

საქართველოს მთავარ პროკურატურაში ვანო მერაბიშვილის მრჩეველთან “იოლის” ყოფილი მფლობელის კავშირზე ამ ეტაპზე არაფერს საუბრობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი