საკრებულოს დაცვამ ზაალ უდუმაშვილს და სხვა დემონსტრანატებს დარბაზი ძალით დაატოვებინა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ მოქალაქეების ნაწილს დაცვამ სხდომათა დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინა, მათ შორისაა ზალიკო უდუმაშვილი, თბილისის მერობის კანდიდატია ენმ-დან.

დღევანდელ სხდომაზე საკრებულომ უნდა იმსჯელოს სოლოლაკის ქედზე მიწის ნაკვეთისთვის ლანდშაფტური ზონის სტატუსის შეცვლაზე, თუმცა ამ დრომდე ვერ ხერდხება სხდომის დაწყება.

ზონისთვის სტატუსის შეცვლა მოითხვა “თაბორი რიზორთსმა”, რომელიც პანორამა თბილისს აშენებს. ამავე კომპანიამ მოითხოვა, რომ მიწისქვეშა პარკირების მოწყობის მიზნით პუშკინის სკვერის და ხელოვნების მუზეუმს შორის მდებარე 1900 კვ.მ ფართობი საკრებულომ 1 ლარად გადასცეს.

საკრებულოს სხდომაზე მისული არიან თბილისის მერობის კანდიდატები, მათ შორის, ზალიკო უდუმაშვილი და ელენე ხოშტარია.

ისინი მოითხოვენ, რომ ეს საკითხები საერთოდ არ განიხილოს საკრებულომ და უმრავლესობას არ აძლევენ სხდომის დაწყების უფლებას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com