ახალი ამბები

სოციალურად დაუცველების აქცია თბილისის მერიასთან

30 მაისი, 2013 • • 949
სოციალურად დაუცველების აქცია თბილისის მერიასთან

“სოციალურა დაუცველებისთვის დააწესეს ისეთი კიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილებაც შეუძლებელია. მე პირადად ვარ მარტოხელა და მითხრეს, რომ იმ პირობებში, სადაც ვცხოვრობ, ოჯახი და შვილიშვილები რომ მყავდეს, შესაძლოა მიმეღო დახმარება, მაგრამ რადგან მარტოხელა ვარ, ჩემი გაჭირვება არავის აინტერესებს”, – აცხადებს აქციის მონაწილე ნელი გაგუა.

 

აქციის კიდევ ერთი მონაწილის, თამარ მატიაშვილის თქმით, ისინი აქციების შეწყვეტას არ აპირებენ. მათი უკმაყოფილების დამატებითი მიზეზია ბინის ქირის გადახდის შეწყვეტა, რომელსაც თბილისის მერია მათ 6 თვის განმავლობაში უხდიდა.

 

თბილისის მერიასთან პოლიციაა მობილიზებული, აქციის მონაწილეებს მხოლოდ ტროტუარი აქვთ დაკავებული. ტრანსპორტი შეუფერხებლად მოძრაობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი