ახალი ამბები

ფანჯიკიძე: ჩვენი ერთადერთი ბერკეტი საერთაშორისო მხარდაჭერაა

30 მაისი, 2013 • 975
ფანჯიკიძე: ჩვენი ერთადერთი ბერკეტი საერთაშორისო მხარდაჭერაა

“ჩვენ ვეხმიანებით შიდა და საერთაშორისო ფორუმებს, რომ მათ მოუწოდონ რუსეთს, რომ შეწყვიტონ უკანონო ქმედებები. ეს საკითხი იყო გუშინ სტრასბურგში, ბრიუსელში, ჩვენ თბილისშიც ვაკეთებთ ამას”

 

მაია ფანჯიკიძის განცხადებით საელჩოები აქტიურად მუშაობენ. მინისტრი დღეს, 30 მაისს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ ხვდება:

 

“ეს არის ის ბერკეტები რაც ჩვენ გაგვაჩნია და საერთაშორისო მხარდაჭერა არის ერთადერთი საშუალება იმისთვის, რომ რუსეთმა აღკვეთოს ეს ღონისძიება”

 

ფანჯიკიძის თქმით ის არ ეთანხმება ოპონენტების კრიტიკას, რომ რიტორიკის შეცვლის შემდეგ რუსეთის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში არ შეიცვალა. მისი განცხადებით უკეთესი შედეგები არ იყო მაშინ, როდესაც რიტორიკა იყო სხვანაირი. თუმცა მინისტრის განცხადებით ის ელოდა, რომ რუსეთი უფრო მეტ დადებით ნაბიჯს გადადგამდა საქართველოსთან მიმართებაში.

 

ფანჯიკიძის განცხადებით 5 ივნისს შედგება ზურაბ აბაშიძეს და გრიგორი კარასინის შეხვედრა პრაღაში, ხოლო 26 და 27 ივნისს ჟენევის მოლაპარაკებები იქნება. ფანჯიკიძის თქმით ამ შეხვედრების ალბათ უფრო მკვეთრად გამოიკვეთება სურათი.

მასალების გადაბეჭდვის წესი