ახალი ამბები

ტკივილგამაყუჩებლები, რომლებიც გულის დაავადების რისკს ზრდიან

30 მაისი, 2013 •
ტკივილგამაყუჩებლები, რომლებიც გულის დაავადების რისკს ზრდიან

ტელეკომპანიის ცნობით, აღნიშნულ მედიკამენტებთან დაკავშირებით მსგავსი მოსაზრება სპეციალისტებს აქამდეც ჰქონდათ, თუმცა, ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ცოტა ხნის წინ ჩაატარეს უპრეცედენტოდ მასშტაბური კვლევა, რის შემდეგაც მივიდნენ შესაბამის დასკვნამდე. მეცნიერებმა გამოიკვლიეს 353 000 პაციენტის სამედიცინო ისტორია.

 

მათი დასკვნით, დიკლოფენაკისა და იბუპროფენის მიღებით პაციენტები მძიმე ართრიტსა და ანთებასაც მკურნალობენ, ისინი ეფექტურ შედეგსაც იღებენ თუმცა უნდა იცოდნენ რა რისკზე მიდიან, რათა მათ შეძლონ ინფორმირებული არჩევანის გაკეთება.

 

სპეციალისტების შეფასებით, რისკის შემცველ დოზად მიიჩნევა 150 მგ დიკლოფენაკისა და 2,400 მგ იბუპროფენის მიღება ყოველდღიურად. გულის დაავადების რისკი აღნიშნული მედიკამენტის მიღებისას იზრდება მძიმე წონისა და მაღალი არტერიული წნევის დროს. 

 

მკვლევარები აცხადებენ, რომ ჩვეულებრივ შემთხვევაში გულის დაავადების რისკი 1 000–დან 8 ადამიანს აქვს, აღნიშნული ტკივილგამაყუჩებლის მიღების შემთხვევაში კი რისკი იზრდება 1 000 ადამიანზე 11 ადამიანამდე. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის საგანგაშოდ მაღალი რისკი, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ პაციენტებმა ექიმთან ერთად უნდა განიხილონ, რამდენად უღირთ ამ რისკის გაწევა.

 

კვლევის მიხედვით, საშიში არ არის იბუპროფენისა და დიკლოფენაკის მიღება მცირე დოზებით დროის მოკლე მონაკვეთში, მაგალითად, თავის ტკივილის გასაყუჩებლად.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი