ახალი ამბები

ევროდეპუტატს, რომელიც თბილისში ვიზიტს გეგმავს, მერაბიშვილის მონახულება სურს

29 მაისი, 2013 • • 1017
ევროდეპუტატს, რომელიც თბილისში ვიზიტს გეგმავს, მერაბიშვილის მონახულება სურს

მისი თქმით, დელეგაციის წევრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგნლებს შეხვდებიან და  მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, მათ შორის ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებების საქმეზე, შეკითხვებს დაუსმავენ. პოლონელი დეპუტატის ცნობით, ევროპარლამენტის დელეგაცია თბილისში საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ–მინისტრთან, “ქართული ოცნებისა’ და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებთან, ჟურნალისტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან აპირებს შეხვედრას.

 

ამასთან, როგორც ირკვევა, ლისეკს, რომელიც ევროპარლამენტის დელეგაციის ერთ–ერთი წევრი იქნება, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ექს–პრემიერის, ვანო მერაბიშვილის მონახულებაც სურს და აპირებს, რომ ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს ამ საკითხზე ოფიციალურად მიმართოს.

 

აღნიშნული ვიზიტის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაციას არ ფლობენ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობისა და საგარეო საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის წევრები, ელისო ჩაფიძე და ზვიად კვაჭანტირაძე. საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი კი, “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ აღნიშნული ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მას აქვს. დეპუტატის განცხადებით, საქართველოში ევროპარლამენტის საგარეო უერთიერთობა კომიტეტის დელეგაცია ჩამოდის. ვიზიტის სხვა დეტალები უცნობია.

მასალების გადაბეჭდვის წესი