ახალი ამბები

“აირზენას” ავიარეისი ტექნიკური მიზეზების გამო შეფერხდა

29 მაისი, 2013 •
“აირზენას” ავიარეისი ტექნიკური მიზეზების გამო შეფერხდა

“აირზენას” თვითმფრინავი, დუბლინის მიმართულებით რეისის შესრულებიდან 1 სათსა და 20 წუთში თბილისის აეროპორტში დაბრუნდა. კომპანია ჩარეტრულ ფრენას დუბლინის მიმართულებით საქართველოს ფეხბურთის ნაკრების დაკვეთით ასრულებდა. 

აირზენა
აირზენა

 

“აირზენას” გენერალური დირექტორის იასე ზაუტაშვილის ინფორმაციით, ფრენის შეფერხების მიზეზი ტექნიკური ხარვეზი გახდა:   

 

“ეს იყო ჩარტერული რეისი, რომლითაც ჩვენი ქვეყნის ფეხბურთელები გადაგვყავდა დუბლინში. შესაბამისად თვითმფრინავი ჯერ უნდა ჩაფრენილიყო ვენაში და შემდეგ ჩარტერით დუბლინში. ფრენიდან საათისა და 20 წუთის შემდეგ  ეკიპაჟმა აღმოაჩინა მცირედი ტექნიკური ხარვეზი  და მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დაბრუნებულიყვნენ თბილისში. რაც განახორციელეს კიდეც. თვითმფრინავი ჩამოვიდა, ბორტი გამოიცვალა და გაფრინდა დუბლინში.”

 

თბილისის აეროპორტში აცხადებენ, რომ “აირზენამ” განმეორებითი ფრენა თბილისი–ვენა–დუბლინის მიმართულებით 1,30 წუთის წინ შეასრულა. თუმცა აეროპორტში აცხადებენ, რომ არ ფლობენ ინფორმაციას ფრენის შეფერხების მიზეზების შესახებ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი