კომპანიის ცნობით, აღნიშნული ობიექტის მაგივრად, კომპანია გუდვილი სექტემბრის თვეში მორიგ სუპერმარკეტს გახსნის ვაკეში, ყოფილი “ირაოს” სტადიონის ტერიტორიაზე.

“ხდება გადანაცვლება. მეორე ობიქტს ვხსნით ვაკეში და მთელი დანადგარები და სტაფი იქ გადავა”– აცხადებენ კომპანიის პრესსამსახურში.
კომპანიაში აცხადებენ, რომ “გუდვილი–ქარვასლას” დახურვა ფინანსურ სირთულეებს არ უკავშირდება:”ჩვენთვის ვაკეში გადასვლა უფრო მომგებიანია, ვიდრე გვქონდეს ორი მარკეტი ჩუღურეთის რაიონში. ვგულისხმობ თბილისი ცენტრალს და ქარვასლას. ხდება ობიექტების რეპოზიციონირება უბნების მიხედვით.”
“გუდვილის” პრესსამსახურში არ ადასტურებენ ინფორმაციას “ქარვასლაში” “კარფურის” სუპერმარკეტის განთავსების შესახებ: “ვინ გადმოვა ქარვასლაში არ ვიცით. დანადგარები გადაგვაქვს და სტაფი გადაგვყავს.”
კომპანია “გუდვილი” საქართველოს მასშტაბით 2 ჰიპერმარკეტს, 6 სუპერმარკეტს, კაფეტერიებს და ბულანჟერიებს ფლობს.







