შეხვედრაში მონაწილეობდნენ გაზეთების – “კახეთის ხმა”, “ჩემი ხარაგაული”, “ბათუმელები”, “21-ს ქვემოთ” და ტელეკომპანია “მეცხრე ტალღის” მედიასკოლის მოსწავლეები. მათ წარადგინეს დამუშავებული მულტიმედია სთორები კონკრეტულ თემებზე, რომლებიც წინასწარ ჰქონდათ მომზადებული.
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია მოქმედ ჟურნალისტებთან ერთად, თემაზე – საგანმანათლებლო შესაძლებლობები და ჟურნალისტიკური კარიერა.
პროექტი მედიაწიგნიერება USAID-ისა და IREX-ის მხარდაჭერით ხორციელდება, საქართველოში პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.