ახალი ამბები

კბილაშვილმა სტრასბურგში ვიზიტი დაასრულა

29 მაისი, 2013 •
კბილაშვილმა სტრასბურგში ვიზიტი დაასრულა

როგორც მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, ევროპის მაღალი რანგის დიპლომატებმა და ოფიციალურმა პირებმა საქართველოს მთავარი პროკურორისგან პირადად მიიღეს ინფორმაცია საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენების შესახებ:

 

„ოფიციალურ შეხვედრებზე განვიხილეთ საქართველოს სამართლებრივ ორგანოებში არსებული რეფორმები. მივაწოდე სრული ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. პასუხი გავეცი მათ კითხვებს და ვფიქრობ, რომ არსებობს სრული ურთიერთგაგება იმისა, რომ საქართველოში სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან  მიმდინარე ღონისძიებები სრულად პასუხობს კანონისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ პირობებს. მაღალი რანგის დიპლომატებისგან მივიღეთ გარანტია, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით კვლავაც აღმოგვიჩენენ დახმარებას, რათა სამართლის განხორციელება და მართლმსაჯულების აღსრულება მოხდეს ისე, როგორც ეს არის გათვალისწინებული საერთაშორისო სამართლით. ვფიქრობ, რომ შეხვედრები ძალიან წარმატებული იყო,“ – განაცხადა არჩილ კბილაშვილმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი