ახალი ამბები

მინიონი: საოკუპაციო ხაზთან დაკავშირებთ დეტალები ჯერ არ ვიცი

29 მაისი, 2013 • 977
მინიონი: საოკუპაციო ხაზთან დაკავშირებთ დეტალები ჯერ არ ვიცი

როგორც დღეს, 29 მაისს, იუსტიციის სახლში მინიონმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას ამ საკითხთან დაკავშირებით საკმარისი ინფორმაცია არ აქვს:

 

“ჯერჯერობით არ მაქვს საკმარისი ინფორმაცია და ყველა დეტალი ამ საკითხთან დაკავშირებით არ ვიცი. ბუნებრივია ეს ის საკითხია, რომელიც აწუხებს საქართველოს მთავრობასაც და ევროსაბჭოსაც. მე ვითხოვე, რომ ამის შესახებ უფრო მეტი ინფორაცია მოეწოდებინათ და ჩვენ შემდეგ მოვახდენთ რეაგირებას”, – განაცხადა მინიონმა.

 

მინიონი ამბობს, რომ მან სოფელ დიცში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ისაუბრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, განათლებისა და დარეინტეგრაციის მინისტრებთან, თუმცა იგი გუშინ, 28 მაისს პაატა ზაქარეიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ამბობდა, რომ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს აღნიშნული ინციდენტის შესახებ მისთვის ინფორმაცია არ მოიწოდებია.

 

ჟურნალისტებმა მინიონს შეახსენეს, რომ აღნიშნული საკითხის შესახებ განცხადება უკვე გააკეთა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამაც და დაინტერესდნენ, თუ ვისგან ელოდება ის სრული ინფორმაციის მიღებას:

 

“ბუნებრივია ჩვენ გვაქვს სურვილი მივიღოთ სრული ინფორმაცია, ვფიქრობ, რომ ამ ინფორმაციას სწრაფად მომაწვდიან”, – ასე უპასუხა მინიონმა ჟურნალისტების დასმულ შეკითხვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი