როგორც კომისიის ერთ-ერთი წევრი, მამუკა მღვდელაძე ამბობს, ის ორ კანდიდატს უჭერდა მხარს.
“მე მომეწონა 2 კანიდატი, ერთის ჰქონდა ყველაზე კარგი პროგრამა, ჩემი აზრით, ეს არის ბატონი ბაკურ ბალანჩივაძე, მეორე კანდიდატი იყო დიმიტრი კოპალიანი. მე ორივე მათგანს დავუჭირე მხარი და ეს ოქმშიც ჩაიწერა, ყველა სხვა კომისიის წევრმა თითო კანდიდატს,”- ამბობს კომისიის წევრი, მამუკა მღვდელაძე.
კომსის თავმჯდომარის, თამაზ მარგველაშვილის განმარტებით, ისინი შერჩეულ კანდიდატს დღეს 14:00 საათზე საკრებულოს წარუდგენენ.
“მეორე ტურში გადასულ 12 კანდიდატთან მოვაწყვეთ გასაუბრება, თუმცა ერთ-ერთი მათგანი არ გამოცხადდა. გასაუბრების პროცესს ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები. თითოეულ კანდიდატს ჰქონდა 1 საათი იმისთვის, რომ წარმოეჩინათ საკუთარი თავი, პროგრამა და ანალიზი, რა მდგომარეობაა ქალაქში და რისი გაკეთება შეიძლება მომავალში. საბოლოოდ, ერთხმად, დიმიტრი კოპალიანი ავირჩიეთ. მისი პროგრამა ყველაზე მეტად მოგვეწონა,”- აცხადებს კომისიის თავმჯდომარე, თამაზ მარგველაშვილი.
დიმიტრი კოპალიანი პირველი სტუდენტია ქუთაისიდან, რომელიც დიდ ბრიტანეთში, უელსის უნივერსიტეტში (UWN) სწავლობდა. უელსის უნივერსიტეტის შემდეგ, მან ინფორმაციული სისტემებისა და ინფორმატიკის სპეციალობით მიჩიგანის უნივერსიტეტი (აშშ) დაამთავრა. მიჩიგანის ლოურენსის უნივერსიტეტში (Lawrence Technological University) დაიცვა სადოქტორო ხარისხი ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტში.
დიმიტრი კოპალიანი სხვადასხვა წლებში მუშაობდა პროფესორის თანაშემწედ ლოურენსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, QEK Global Solutions-ში პროგრამული უზრუნველყოფის მენეჯერად, აშშ-ში Hamilton Group Services-ში წამყვან დეველოპერად და ა.შ.