ახალი ამბები

ბარამიძე: დიდი ალბათობით, ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატი მერაბიშვილი იქნება

28 მაისი, 2013 • 1125
ბარამიძე: დიდი ალბათობით, ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატი მერაბიშვილი იქნება

“პირადად მე ძალიან ვემხრობი პრაიმერის იდეას, ამ ვითარებაშიც კი, უბრალოდ, რაღაცნაირად ფორმა უნდა გამოვძებნოთ. თუმცა, ვანოს არ ყოფნა შეუძლებელია, რომ არ აისახოს. ძალიან გვინდა პარტიას ეს არ დაეტყოს, მაგრამ როგორ გინდა ეს არ დაეტყოს, როდესაც ერთ-ერთი ლიდერი და გენერალური მდივანი არ გვყავს გვერდით. აქედან გამომდინარე, შესაძლოა პირდაპირ დასახელდეს კანდიდატი,”- განაცხადა გიორგი ბარამიძემ რუსთავი 2 -ის ეთერში, გადაცემა “პოზიციაში”.

 

კითხვაზე, შეიძლება თუ არა რომ ეს კანდიდატი პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილი იყოს, ბარამიძის თქმით, ეს შესაძლებელია. 

 

“დიდი ალბათობით, ეს შეიძლება იყოს ვანო მერაბიშვილი. არის კიდევ რამდენიმე კანდიდატი. ჩვენ ამას განვიხილავთ საზოგადოებრივი აზრის კვლევის საფუძველზე.”

 

მისივე განცხადებით, უმცირესობა თავის კანდიდატს ივნისის თვეში დაასახლებს.  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი