ახალი ამბები

დეპუტატები თბილისი-ქუთაისის ავიარეისზე ფასდაკლებით ისარგებლებენ

28 მაისი, 2013 • • 1853
დეპუტატები თბილისი-ქუთაისის ავიარეისზე ფასდაკლებით ისარგებლებენ

“როგორც კომპანიის ხელმძღვანელობა გვეუბნება, თვითღირებულება საკმაოდ მაღალია და დოტაციურ რეჟიმში რეისების ყოფნა კომპანიისთვის საკმაოდ რთულია, მაგრამ მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ზაფხულის პერიოდში, სექტემბრამდე დოტაციაზე ამყოფონ ეს რეისი, რათა შეხედონ როგორ იმუშავებს და როგორ იქნება დატვირთვა.”

 

მისივე განმარტებით, ფრენის ხანგრძლივობა 20 წუთია და კვირაში 4-ჯერ შესრულდება:

 

“ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს განხორციელდება ფრენა. ფასებს ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ დაახლოებით 100 ლარამდე იქნება ბილეთის ფასი და შესაძლებელია არსებობდეს გარკვეული კორპორატიული ხელშეკრულება პარლამენტსა და კომპანიას შორის, რომ გარკვეული სერიოზული დისკაუნტები არსებობდეს დეპუტატებისთვის.”

 

საგანელიძე აცხადებს, რომ ეს ქალაქში ჩამომსვლელ დელეგაციებს მდგომარეობას გაუმარტივებს:

 

“ეს ძალიან მოსახერხებელია იმ დელეგაციებისთვის, რომლებიც ჩამოდიან თბილისში და პარლამენტში უნდათ მოსვლა და ერთი, ან ორი დღის არიან ჩამოსული და წასვლა-წამოსვლაზე კარგავენ ხანდახან 8-9 საათს და მეტს და ფიზიკურად ვერ ახერხებენ, ან მთავრობის წევრებს, რომლებსაც ვთხოვთ, რომ პარლამენტის სხდომებზე ჩამოვიდნენ, ან რაღაც გარკვეული  შეხვედრებია, კომიტეტის სხდომები, რომლებზეც სპეციალისტებს ვთხოვთ მოსვლას ეს ფრენა, ვფიქრობ, იქნება საკმაოდ მოსახერხებელი მუშაობისთვის.”

 

ფასდაკლებით ისარგებლებენ არა მხოლოდ დეპუტატები, არამედ პარლამენტის თანამშრომლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი