ახალი ამბები

რატომ არ უჭერს ისრაელი მხარს გაეროში საქართველოს ინიცირებულ რეზოლუციას

28 მაისი, 2013 • • 1297
რატომ არ უჭერს ისრაელი მხარს გაეროში საქართველოს ინიცირებულ რეზოლუციას

აღნიშნული რეზოლუციის კენჭისყრა გაეროში ყოველ წელს, 2008 წლიდანთ იმართება და საქართველოს მხარდამჭერი ქვეყნების რიცხვიც მატულობს, თუმცა, მათ შორის არ არის ისრაელი. მომდევნო კენჭისყრა გაიმართება 2013 წლის სექტემბერში.

 

“ზუსტად არ ვიცი,  ისრაელი რას იზამს სექტემბერში. თუმცა, მე მესმის თქვენი კითხვა. ეს რეზოლუცია გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ოთხჯერ იყო გატანილი და ისრაელმა ოთხივეჯერ შეიკავა თავი. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ მიზეზი ამ თავის შეკავების არ არის საქართველო. მეტსაც გეტყვით, საქართველოსთან ამას არანაირი კავშირი არა აქვს. ისრაელი მხარს უჭერდა და კვლავ დაუჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ისრაელს ეს არაერთხელ განუცხადებია. რეზოლუციაში არის პარაგრაფები, რომელიც პრობლემატურია თავად ისრაელისთვის. მაგალითად, უშუალოდ ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით. იქ არის პუნქტი, რომელიც ეხება ლტოლვილების დაბრუნებას ტერიტორიაზე. იურიდიულად ეს წარმოადგენს პრობლემას ირაელისთვის და ისრაელი ამიტომაც იკავებს თავს მისი მხარდაჭერისგან. ჩვენ ამის შესახებ საქართველოსთან გვისაუბრია უშუალოდ ამ თავშეკავებამდე და მერეც, არაერთხელ განგვიხილავს ეს საკითხი. წელს, უბრალოდ, არ ვიცით რა მოხდება. იგივე გავაკეთეთ აზერბაიჯანის შემთხვევაშიც. ჩვენ მზად ვართ ყოველთვის ავუხსნათ საქართველოს მთვრობას ეს მიზეზები. ჩვენ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას”, – განაცხადა საქართველოში ისრაელის ელჩმა იუვალ ფუქსმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი