ახალი ამბები

ნოდარ ხადური: შევისწავლით სასამართლოს მოტივაციას და ვიმოქმედებთ

28 მაისი, 2013 •
ნოდარ ხადური: შევისწავლით სასამართლოს მოტივაციას და ვიმოქმედებთ

“შევისწავლით სასამართლოს მოტივაციას მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და შესაბამისად ვიმოქმედებთ” – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ნოდარ ხადური

“ნეტგაზეთის” კითხვაზე გაასაჩივრებს თუ არა მინისტრი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ფინანსთა მინისტრს პასუხი არ აქვს: “გვაქვს გარკვეული სცენარები მოქემდების. ჩვენ ვმუშაობთ და ვცდილობთ განვახორციელოთ ის ამოცანები რაც არის ბიზნესისათვის ხელშეწყობა და ბაზრის დაცვა კონტრაბანდული საქონლისაგან. ველოდები სასამართლოს გადაწყვეტილებას, რათა ჩვენ გაევცნოთ და მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება”– აცხადებს ხადური.   

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” სარჩელი 2013 წლის 27 მაისს დააკმაყოფილა. ორგანიზაცია ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის მიერ 2013 წლის 25 იანვარს გამოცემული #30 ბრძანების გაუქმებას ითხოვდა.


როგორც ცნობილია, ამ ბრძანებით დადგენილმა ახალმა რეგულაციებმა საქონლის გადაზიდვის საქმიანობით დაკავებულ მცირე და საშუალო მეწარმეებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა და მონოპოლიურ მდგომარეობაში ჩააყენა „საქართველოს ფოსტა”.


გადაწყვეტილება ჯერ კანონიერ ძალაში არ არის შესული. სასამართლოს გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად ფინანსთა სამინისტროს მისი გაცნობიდან 14 კალენდარული დღე აქვს. თუ ფინანსთა სამინისტრო არ მიმართავს სააპელაციო სასამართლოს, 2013 წლის იანვარში შესული რეგულაციები ავტომატურად გაბათილდება და დაზარალებულ მეწარმეებს მიეცემათ შესაძლებლობა დაბრუნდნენ ბაზარზე”- განმარტავენ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი