საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, პოლიციის გენერალის თამაზ თამაზაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ბრალდებულებს, რომელთაც ბრალად ედებათ მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია, განზრახ უკანონო დაკავება და სამასახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, პროკურატურამ 6-ივე მათგანისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა.
პროკურატურის განმარტებით, ბრალდებულები შეიძლება მიიმალონ, არ გამოცხადნენ სასამართლოში, ჩაიდინონ დანაშაული და ან ხელი შეუშალონ მტკიცებულებების მოპოვებას. რაც შეეხება დაცვის მხარეს, მათმა ადვოკატებმა მოითხოვეს თავდებობის ან უკიდურეს შემთხვევაში 2 ათას ლარიანი გირაოს გამოყენება. ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას ზემდგომ ინსტანციაში უახლოეს 48 საათში აპირებენ.
პროკურატურის განმარტებით, გამოძიებით დადგენილია, რომ “2011 წლის 11 ოქტომბერს ზემოაღნიშნულმა პირებმა თბილისში კოსტავას გამზირზე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ჩხრეკისა და დაკავების კანონიერი საფუძვლების არ არსებობის მიუხედავად ფალსიფიცირებული მტკიცებულებების საფუძველზე, პირადი ღირსების შეურაცხყოფით, უკანონოდ დააკავეს პოლიციის გენერალი თამაზ თამაზაშვილი. დაკავებული პირების მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახედ 5 დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.”