ახალი ამბები

ნოდარ ხადური “საბას” მოვაჭრეებს ხვდება

28 მაისი, 2013 • • 893
ნოდარ ხადური “საბას” მოვაჭრეებს ხვდება

მოლაპარაკების პარალელურად, სამინისტროს შენობასთან მიმდინარეობს სხვა დაარალებული მოვაჭრეების საპროტესტო აქცია. ისინი ფინანსთა სამინისტროსგან საგადასახადო შეღავათებს ითხოვენ და აცხადებენ, რომ ხანძრიდან უკვე 3 თვე გავიდა და მათთვის არცერთ სახელმწიფო უწყებას მათთვის დახმარება არ გაუწევია. როგორც ისინი აცხადებენ, მათ პრობლემის მოსაგვარებლად შეხვედრა სცადეს პრემიერ–მინისტრს ივანიშვილთან, ფინანსთა მინისტრთან და შემოსავლების სამსახურის უფროსთან, თუმცა, უშედეგოდ. 

 

დაზარალებული მოვაჭრეების განცხადებით, ხანძრის მიუხედავად, რომლის დროსაც ათეულობით მაღაზია დაიწვა, შემოსავლების სამსახურმა გააგრძელა მათთვის იმ გადასახადების დაკისრება, რომელსაც მეწარმეები ჩვეულებრივ სამუშაო პროცესში იხდიდნენ.

ხანძარი სავაჭრო ცენტრ საბაში
ხანძარი სავაჭრო ცენტრ საბაში

მასალების გადაბეჭდვის წესი