ახალი ამბები

მერაბიშვილის მხარდამჭერი აქცია ქუთაისში

28 მაისი, 2013 • 1928
მერაბიშვილის მხარდამჭერი აქცია ქუთაისში

თუმცა დეპუტატ გია თევდორაძის თქმით, ეს პროტესტი სხვა საკითხებსაც შეეხება. 

 

“დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ორგანიზებით ვანო მერაბიშვილის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით ტარდება საპროტესტო აქცია. ჩვენ მიგვაჩნია რომ ის ყოველგვარი საფუძველს მოკლებული ბრალდებებით დააკავეს.”

 

მისივე თქმით, ის გადაწყვეტილება, რომელიც ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიიღო მის დაკავებასთან დაკავშირებით, არის პოლიტიკურად ანგაჯირებული გადაწყვეტილება.

 

“გარდა ამისა, ეს ადამიანები აპროტესტებენ იმ ტენდენციას, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური მოტივით შეიძლება დაკავება და წინასწარი პატიმრობის შეფარდება. საქართველო არ არის ჩრდილოეთ კორეა, სადაც მსგავსი ფაქტები მრავლად ხდება. ჩვენ ვხედავთ ნათლეად, რომ საქართველო პოლიტიკური დიქტატურის კუთხით მიდის,”- ამბობს დეპუტატი.

 

აქციის ერთ ერთი მონაწილის, ირაკლი გვალიას თქმით, ვანო მერაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია. 

 

“ვაპროტესტებ ვანო მერაბიშვლის და ბაჩო ახალაის დაკავებას. ისინი არიან მისი ივანიშვილის პატიმრები.საქართველოში ყველაფერი უარესობისკენ მიდის,”-ამბობს გვალია.

 

ირაკლი გვალია
ირაკლი გვალია

 

 

ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერი აქცია
ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერი აქცია

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი