ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი: რუსეთისთვის სულ ერთია საქართველოს რიტორიკა

28 მაისი, 2013 • • 1126
მიხეილ სააკაშვილი: რუსეთისთვის სულ ერთია საქართველოს რიტორიკა

მიხეილ სააკაშვილიმა, გუშინ, რუსების მიერ სოფელ დიცთან საზღვრის გადმოწევის ფაქტიც შეაფასა.

 

“რუსებისთვის ფუნდამენტური პრობლემა არის ის, რომ  ჩვენ ვაშენებთ სახელმწიფოს. კავკასიაში გაჩნდა თანამედროვე სახელმწიფო. რუსეთისთვის სულ ერთია როგორი რიტორიკა გვაქვს ჩვენ. ეს ქვეყანა მიჰყვება თავის გეგმას”– განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.  


მიხეილ სააკაშვილის განცახდებით, ის არ ადანაშაულებს მთავრობას იმაში, რომ რუსებმა დიცთან საზღვარი გადმოსწიეს:


“მე არ ვადანაშაულებ ამაში საქართველოს მთავრობას. იყო ბევრი პოლიტიკური განცხადება, რომ ენა მოვუჩლიქეთ და მაინც გადმოსწიეს ხაზი წინ. რუსეთს აქვს თავისი გეგმა. არაფერ შუშია რა ვთქვით და რა განცხადებები გავაკეთეთ. გუშინ ხაზი გადმოწიეს. არასოდეს არ ყოფილა ეს ჩვენი ბრალი. კონკრეტული პოლიტიკოსის ან მთავრობის დანაშაული. მათ აქვთ ეს გეგმა და ჩევნ რა უნდა გავაკეთოთ სანაცვლოდ: ტემინი ოკუპაცია არ უნდა ამოვიღოთ ხმარებიდან. ეს არის ჩვენი იურიდიული გასაღები. თუ ამას ამოვიღებთ, შესუსტდება არ აღიარების რეჟიმი. რუსეთმა ვერ მოაერხა აღიარება და ვერც ერთი სერიოზული მოთამაშის მობილიზება მსოფლიოში და დსთ–ს სივრცეში. შეიქმნება პრობლემა თუ ჩვენ სამართლებრივი სიტუაცია შევასუსტეთ. ჩვენი მიზანია ქართული სამართლებივი სივრცის განვითარება და შენარჩუნება. ჩვენ უნდა წავყვეთ ჩვენს გეგმას. თუ ვიტყვით, რომ ომში ჩვენ ვართ დამნაშავე და ტერორისტებს ვამზადებდით, არაღიარების რეჟიმიც, რომელშიც დიდი წარმატება გვაქვს, შესუსტდება. სამართლებრივი სიტუაციის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია და უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს გათავისუფლება გარდაუვალია. იქამდე კი არ უნდა დავიღალოთ, არ უნდა შევასუსტოთ ძალისხმევა, გავყვეთ გეგმას, რომელიც ქართული სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცებას, სამართლებრივი სივრცის, დემოკრატიისა და შეიარაღებული ძალების განვითარებას გულისხმობს.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი