ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი: ქართველმა ოფიცრებმა გადაარჩინეს საქართველო

28 მაისი, 2013 • • 889
მიხეილ სააკაშვილი: ქართველმა ოფიცრებმა გადაარჩინეს საქართველო

პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა ოფიცრებს. მისი თქმით, აკადემიის აღდგენა და მოდერნიზაცია მთავარი გეგმა იყო:”მთავარია რასაც აკეთებს დღევანდელი ხელმძღვანელი და აგრძელებს ტრადიციას რაც ამ აკადემიას აქვს. ჩვენი დამოუკიდებლობის უმაღლესი გამოვლინება არის საქართველოს შეიარაღებული ძალები. ჩვენთვის იმაზე მნიშვნელოვანი საქმე თუ არა აღორძინება ქართული ოფიცრების, არ არსებობს.” 

მიხეილ სააკაშვილი | ფოტო: მანანა ქველიაშვილი
მიხეილ სააკაშვილი | ფოტო: მანანა ქველიაშვილი

პრეზიდენტის განცხადებით, ქართველი ოფიცრების ისტორია უზარმაზარი ტრადიციის მატარებელია და ის უნდა გაგრძელდეს:


“ქართველი ოფიცრების, ქართველი სამხედროების უზარმაზარი ტრადიცია არსებობს. ქართველები მეთაურობდნენ ძალიან ბევრი ძლევამოსილი იმპერიის არმიას და ბევრი აქვთ გაკეთებული არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც. მამლუქების მრავალრიცხოვანი ჯარები იყო ქართველების ხელმძღვანელობის ქვეშ. შორს რომ არ წავიდეთ ისიც საკმარისია, რომ მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ძლევამოსილ – აშშ-ის გენერალურ შტაბს ხელმძღვანელობდა ქართველი ჯონ მალხაზ შალიკაშვილი. ასე რომ, ეს ისტორია და ტრადიცია არის ძალიან მნიშვნელოვანი და სასახელო და ეს არის ის, რაც ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ”

 

მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის მოვლენები გაიხსენა. მისი თქმით, რუსეთის ჯარი თბილისზე მოდიოდა და ამას არავინ არ მალავდა:”თბილისის აღება და საქართევლოს სახელმწიფოს დასრულება იყო მიზანი. თუ არა ხუთი დღის განმავლობაში ქართველი სამხედროების გმირული წინააღმდეგობა, საქართველოს სახელმწიფობრიობა დღეს აღარ იარსებებდა. თქვენ ქართველმა ოფიცრებმა გადაარჩინეთ საქართევლო.”   

 

დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნული აკადემია 1993 წლის 28 მაისს დაარსდა. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის დადგენილებით, თავდაცვის ეროვნული აკადემიის ბაზაზე შეიქმნა სსიპ „დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია“, რომელიც საქართველოში ერთადერთი უმაღლესი სამხედრო სასწავლებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი