ახალი ამბები

ივანიშვილი ისრაელს ნათანიაჰუს მიწვევით ესტუმრება

28 მაისი, 2013 • • 1099
ივანიშვილი ისრაელს ნათანიაჰუს მიწვევით ესტუმრება

ისრაელის ელჩი ჟურნალისტების შეკითხვებს სასწავლო უნივერსიტეტ “გორგასალში” სტუდენტებთან შეხვედრის დაწყებამდე პასუხობდა. იუვალ ფუქსის

იუვალ ფუქსი, ისრაელის ელჩი საქართველოში
იუვალ ფუქსი, ისრაელის ელჩი საქართველოში

განცხადებით, საქარველო–ისრაელს შორის ურთიერობების გაუმჯობესება 2012 წელს დაიწყო და ეს იყო წარმატებული წელი ორი ქვეყნის ურთიერთობაში, რომელსაც წინ უძღოდა გარკვეული პრობლემები. კერძოდ, 2010 წელს საქართველოში დააკავეს ისრაელის მოქალაქე ბიზნესმენები რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი ქრთამის შეთავაზების ბრალდებით, რომლებიც თავს უდანაშაულოდ მიჩნევდნენ, გარდა ამისა, ისრაელის იარაღის მწარმოებელი ერთ–ერთი კომპანია საქართველოსთან აწარმოებდა საარბტრაჟო დავას 2012 წლამდე. 

 

იუვალ ფუქსის შეფასებით, 2012 წელს ისრაელს ეწვივნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქარაძე, ასევე სხვა თანამდებობის პირები. 2013 წელს კი ისრაელში უკვე იმყოფებოდა შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ელჩის განცხადებით, პრემიერ–მინისტრი ივანიშვილი ისრაელს პრემიერ–მინისტრ ბენიამინ ნათანიაჰუს მიწვევით ესტუმრება და ეს ვიზიტი დადბითად იმოქმედებს ორი ქვეყნის ურთიერთობაზე პოლიტიკის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროში.

მასალების გადაბეჭდვის წესი