ახალი ამბები

კოცნის აქცია თურქეთში სეკულარული პრინციპების დასაცავად

27 მაისი, 2013 • • 1073
კოცნის აქცია თურქეთში სეკულარული პრინციპების დასაცავად

აქცია, რომელიც 25 მაისს ჩატარდა, მიმართული იყო მეტროპოლიტენის ადმინისტრაციის წინააღმდეგ. მეტროპოლიტენის ადმინსიტრაციამ რამდენიმე დღის წინ მოუწოდა მგზავრებს, რომ საჯაროდ მოერიდონ კოცნას და იმოქმედონ “მორალური ნორმების ფარგლებში”. ამ გაფრთხილების მიზეზი გახდა ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებული ორი ახალგაზრდა, რომლებიც ერთმანეთს კოცნიდნენ.

 

 კოცნის აქციის მონაწილეების მოსაზრებით, მეტროს ადმინისტრაციას უფლება არა აქვს მოქალაქეებს “მორალურ ნორმებზე” ესაუბროს.

 

ტელეარხ “ალ ჯაზირას” ცნობით, თურქეთის ოპოზიციონერი პარლამენტარები შიშობენ, რომ მმართველი პარტია ცდილობს ქვეყანაში ისლამის როლის ზრდას და სეკულარული პრინციპების ხელყოფას, რის გამოვლინებადაც მიიჩნევენ მეტროს ადმინისტრაციის გაფრთხილებას. 

 

მეტროსადგურთან გამართულ საპროტესტო აქციას რამდენიმე მეტრში აპროტესტებდა 20–მდე კონსერვატორი, თუმცა, სამართალდამცავებმა მათ შორის ბარიკადები აღმართეს და ინციდენტიც არ მომხდარა.

კოცნის აქცია თურქეთში/ფოტო: Sedat Suna, EPA
კოცნის აქცია თურქეთში/ფოტო: Sedat Suna, EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი