ახალი ამბები

თბილისის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში ბავშვი მეორე სართულიდან გადმოვარდა

25 სექტემბერი, 2017 • 3689
თბილისის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში ბავშვი მეორე სართულიდან გადმოვარდა

დღეს, 25 სექტემბერს, თბილისისN 206 საბავშო ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბაღის ადმინისტრაცია და თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში გვიდასტურებენ.

როგორც ბაღის ადმინისტრაციაში განგვიცხადეს, ბავშვი ამჟამად ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება და მისი მდგომარეობა სტაბილურია. იმავეს ამბობენ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოშიც. ამ დროისთვის კლინიკაში იმყოფებიან ბავშვის ახლობლები, ბაღის დირექტორი და სააგენტოს წარმომადგენლები.

ინგოროყვას კლინიკაში განგვიცხადეს, რომ ამ დროისთვის ბავშვი რეამინაციულ განყოფილებაში იმყოფება, სადაც გამოკვლევები უტარდება. თბილისის ბაგა-ბაღების პრესსამსახურის ინფორმაციით, ბავშვს თავი არ აქვს დაზიანებული და სავარაუდოდ არც მოტეხილობები აღენიშნება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

თბილისის N206 ბაგა-ბაღი. ფოტო: მერია

თბილისის N206 ბაგა-ბაღი. ფოტო: მერია

მასალების გადაბეჭდვის წესი