ახალი ამბები

სასამართლომ ნოდარ ხადურის ბრძანება გააუქმა

27 მაისი, 2013 • • 1511
სასამართლომ ნოდარ ხადურის ბრძანება გააუქმა

ორგანიზაცია ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის მიერ 2013 წლის 25 იანვარს გამოცემული #30 ბრძანების გაუქმებას ითხოვდა.


როგორც ცნობილია, ამ ბრძანებით დადგენილმა ახალმა რეგულაციებმა საქონლის გადაზიდვის საქმიანობით დაკავებულ მცირე და საშუალო მეწარმეებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა და მონოპოლიურ მდგომარეობაში ჩააყენა „საქართველოს ფოსტა”.

 

ნოდარ ხადური
ნოდარ ხადური

“გადაწყვეტილება ჯერ კანონიერ ძალაში არ არის შესული. სასამართლოს გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად ფინანსთა სამინისტროს მისი გაცნობიდან 14 კალენდარული დღე აქვს. თუ ფინანსთა სამინისტრო არ მიმართავს სააპელაციო სასამართლოს, 2013 წლის იანვარში შესული რეგულაციები ავტომატურად გაბათილდება და დაზარალებულ მეწარმეებს მიეცემათ შესაძლებლობა დაბრუნდნენ ბაზარზე”- განმარტავენ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში”.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური 2013 წლის 8 მაისს გამოცემული 133-ე ბრძანებით, 25 იანვარს თავისსავე გამოცემულ 30–ე ბრძანებას აბათილებს, თუმცა ახალი ბრძანება მხოლოდ შვიდი თვის შემდეგ, 2013 წლის იანვრიდან ამოქმედდება.

 

“საერთაშრისო გამჭვირვალობა საქართველოს” უფროსი ანალიტიკოსი ნათია კუტივაძე ამბობს, რომ ახალი ბრძანებით “საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის N290 ბრძანებაში ცვლილები შედის, რომლის თანახმადაც, გადამზიდავები შემოსავლების სამსახურის „ასიკუდას“ პროგრამას დაბრკოლების გარეშე მიუერთდებიან და ბაზარზე 2014 წლის 1 იანვრიდან დაბრუნდებიან.

 

ნათია კუტივაძის განცხადებით, ნოდარ ხადურმა, 2013 წლის 25 იანვრის ბრძანებით, კანონი და კონსტიტუცია დაარღვია: 

 

“ფინანსთა მინისტრმა 25 იანვრის ბრძანებით შემოიღო სალიცენზიო–სანებართვო ტიპის რეჟიმი გადამზიდავების საქმიანობაზე, რისი უფლებამოსილებაც არ შედის მის კომპეტენციაში. ლიცენზიებისა და ნებართვების კანონის მეოთხე მუხლის მეორე პუნქტი ამბობს, რომ დაუშვებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით რაიმე ტიპის მოთხოვნების დაწესება ბიზნესის კონკრეტულ საქმიანობაზე და სალიცენზიო სანებართვო ტიპის რეჟიმის შემოღება. აქედან გამომდინარე, ცალსახად არის დარღვეული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა. ჩვენი კანონმდებლობით, მხოლოდ ლიცენზიების და ნებართვების კანონით არის შესაძლებელი რაიმე ტიპის ლიცენზიის და ნებართვის შემოღება ბიზესის კონკრეტულ საქმინობაზე, ან საერთოდ რაიმე ტიპის მოთხოვნების დაწესება. ამის მიზანშეწონილობა უნდა განსაზღვროს პარლამენტმა და შესაბამისი ცვლილებები შევიდეს ლიცენზიებისა და ნებართვების კანონში. ფინანსთა მინისტრი არ იყო უფლებამოსილი, გამოეცა კანონქვემდებარე აქტით ამ ტიპის რეგულაციები. თითეული მოთხოვნის დაწესების მიზანშეწონილობა აბსურდულია.” 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი