ახალი ამბები

ტორპედო-დინამოს მატჩის დაწყებამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი დაშავდა

24 სექტემბერი, 2017 • 1709
ტორპედო-დინამოს მატჩის დაწყებამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი დაშავდა

ქუთაისში, ეროვნული ლიგის ფარგლებში, ტორპედო-დინამოს მატჩის დაწყებამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი დაშავდა. ამის შესახებ მატჩის მსვლელობისას თამაშის კომენტატორებმა განაცხადეს

“ჩვენს ერთ-ერთ თანამშრომელს, ტექნიკური პერსონალის წარომადგენელს, რომელიც თავის საქმეს აკეთებდა, ნეიტრალური, თავის საქმის გასაკეთებლად ჩამოსული, თავი გაუხეთქეს ნასროლი ქვით. საბედნიეროდ ნორმალურია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

საკამოდ ცუდი ფაქტია, ალბათ ყველა მიხვდით, რომ ამ ადამიანისთვის განზრახ თავში ქვა არ უსვრიათ, იქ ფანკლუბებს შორის მოხდა გარკვეული დაპირისპირება. შეამჩნიეს დინამოს ფანკლუბი ქუთაისის ტორპედოს გულშემატკივრებმა და ამ ქვების სროლაში ჩვენი თანამშრომელი დაზიანდა” – ამბობენ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები.

როგორც ნეტგაზეთს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი