ახალი ამბები

ახალი თამაში, რომლის მთავარი გმირი “ტაბურეტკიანი” მღვდელია

27 მაისი, 2013 • • 1286
ახალი თამაში, რომლის მთავარი გმირი “ტაბურეტკიანი” მღვდელია

მოთამაშე კლავიატურაზე არსებული ღილაკებით მართავს მღვდელს. თამაშში წარმატების მისაღწევად საკმარისია, რომ შემხვედრ პირებსა და მინებჩამსხვრეულ ყვითელ მიკროავტობუსებს “ტაბურეტკა” დროულად ესროლო და გაანადგურო.

“ტაბურეტკიანი” სასულიერო პირი ინსპირაციის წყარო გახდა იმ ადამიანებისთვისაც, რომლებმაც “ფეისბუქში” შექმნეს გვერდი “Taburetka”. აღნიშნულ გვერდზე მომხარებლები პოსტავენ “ტაბურეტკიანი” სასულიერო პირის ფოტო შარჟებს.

ინტერნეტ მომხარებლებმა აღნიშნული სასულიერო პირის გაშარჟება 17 მაისს თბილისში გამართული აქციის შემდეგ დაიწყეს. სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ გადაღებულ ფოტო–ვიდეო მასალაში ჩანს მართლმადიდებელი სასულიერო პირი, რომელიც ლგბტ თემის მხარდამჭერებს “ტაბურეტკით” ხელში მისდევს. ეს ფაქტი “ნეტგაზეთის” ვიდეოკამერამაც დააფიქსირა 17 მაისს.

თამაში
თამაში

მასალების გადაბეჭდვის წესი