“პატრიოტთა ალიანსის” წევრი თამბაქოს კონტრაბანდის ბრალდებით დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სამეგრელოში ოთხი პირია დაკავებული. მათ მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა, გადაზიდვა და რეალიზაცია ედებათ ბრალად.

ერთ-ერთ დაკავებული “პატრიოტთა ალიანსის” წევრი და ფოთის საკრებულოს დეპუტატი მალხაზ ბუკიაა. მის დაკავებას პარტიაში ადასტურებენ.

საგამოძიებო უწყების ცნობით, ამოღებულია უცხოური წარმოების, ჯამში, 160 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 416 000 ლარს შეადგენს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე – 200 მუხლის მე – 3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სასჯელის სახით 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com