ახალი ამბები

ოჯახი გია ჭანტურიას მკვლელობის ხელახალ გამოძიებას ითხოვს

27 მაისი, 2013 • 2946
ოჯახი გია ჭანტურიას მკვლელობის ხელახალ გამოძიებას ითხოვს

“ვთხოვ დღევანდელ ხელისუფლებას, ახალ პროკურატურას და ახალ პროკურორს, რომ ყველა ის დეტალი იქნას გამოძიებული სრულფასოვნად, რაც დაკავშირებულია გიას მკვლელობასთან. რატომ, რისთვის, ვინ ჩაიდინა და რა ინტერესებს ემსახურებოდა გიას მკვლელობა”, – აცხადებს გია ჭანტურიას შვილი გიორგი ჭანტურია.

 

სახალხო პარტიის თავმჯდომარის, მამუკა გიორგაძის განცხადებით, ისინი მომხდარში ბრალს ქვეყნის მაშინდელ უმაღლეს ხელისუფლებას სდებენ:

 

“ვითხოვთ, რომ ეს საქმე ხელახლა დაბრუნდეს გამოძიებაში და მთავარ შეკითხვებს გაეცეს პასუხი. მითუმეტეს ჯერ კიდევ ცოცხალი არიან ის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ჩვენებების მიცემა. პროკურატურამ უნდა გამოიჩინოს სახელმწიფოებრივი მიდგომა, პოლიტიკური ნება და გამოიძიოს ეს საქმე. ჩვენ ბუნებრივია ბრალს ვდებდით ქვეყნის მაშინდელ უმაღლეს ხელისუფლებას, ამიტომ იმ ხალხმა უნდა აგოს პასუხი”, – აცხადებს მამუკა გიორგაძე “კურიერთან” საუბარში.

 

გია ჭანტურია, 1994 წლის 3 დეკემბერს, საკუთარ სადარბაზოსთან მოკლეს, როდესაც ავტომობილს, რომელშიც ჭანტურია იჯდა, ცეცხლი გაუხსნეს. ჭანტურიას მკვლელობისთვის თავის დროზე “მხედრიონელები” გაასამართლეს, თუმცა დღემდე არსებობს რამდენიმე ვერსია, რომლის მიხედვითაც ჭანტურიას მკვლელობის შემკვეთად და ორგანიზატორად სხვადასხვა პირები სახელდებიან, მათ შორის – ედუარდ შევარდნაძე, იგორ გიორგაძე, შოთა კვირაია, ძმები რურუები და ა.შ.

გია ჭანტურია
გია ჭანტურია

მასალების გადაბეჭდვის წესი