ახალი ამბები

მკერდის კიბომ დედის შემდეგ ანჯელინა ჯოლის დეიდაც იმსხვერპლა

27 მაისი, 2013 •
მკერდის კიბომ დედის შემდეგ ანჯელინა ჯოლის დეიდაც იმსხვერპლა

ანჯელინა ჯოლის დედა 2007 წელს 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. 2013 წლის 14 მაისს კი ჰოლივუდის ვარსკვლავმა სტატია გამოაქვეყნა ნიუ–იორკ ტაიმსში, სადაც დაწერა, რომ მკერდისა და საკვერცხეების კიბოს რისკის გამო ორივე მკერდი მოიკვეთა რამდენიმე თვის წინ. მისი წერილი

ანჯელინა ჯოლი
ანჯელინა ჯოლი

შოკისმომგვრელი აღმოჩნდა მსოფლიოსთვის.

 

“ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ “დედის დედის” შესახებ და აღმოვაჩინე, რომ ვცდილობ ჩემს შვილებს ავუხსნა იმ ავადმყოფობის შესახებ, რომელმაც დედაჩემი ჩვენგან წაიყვანა.  მათ მკითხეს – შესაძლებელია თუ არა იგივე დამემართოს მეც. ყოველთვის ვეუბნები, რომ არ იდარდონ, მაგრამ სიმართლე ის არის,
რომ მე “გაუმართავი” გენის– BRCA1, მატარებელი ვარ[სწორედ ამ გენის კიბო ჰქონდა ჯოლის დედასა და დეიდას] და იგი  მკერდის და საკვერცხის კიბოს განვითრარების რისკს ჩემთვის მკვეთრად ზრდის. 

 

ჩემი ექიმის შეფასებით, მკერდის კიბოს რისკი 87 % იყო, ხოლო საკვერცხის კიბოს რისკი -50%. რისკები ინდივიდუალურია თითოეული ქალის შემთხვევაში. მკერდის კიბოს  პატარა ნაწილიც კი გენის მუტაციის შედეგია. BRCA1–ის მქონე ადამიანების რისკი კი საშუალოდ 65%–ია. 

 

მას შემდეგ, რაც ჩემი რისკების შესახებ გავიგე, გადავწყვიტე შეძლებისდაგვარად მინიმუმამდე დამეყვანა იგი, ჩამეტარებინა პრევენციული ორმაგი მასტექტომია, დავიწყე მკერდიდან, რადგან საკვერცხესთან შედარებით კიბოს განვითარების რისკი უფრო დიდი იყო და ოპერაციაც უფრო რთული”, – დაწერა ანჯელინა ჯოლიმ. მან მოუწოდა ქალებს, იყვნენ პროაქტიულები მკერდისა და საკვერცხეების კიბოსთან ბრძოლისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი