როგოც სამინისტრო აცხადებს, დაკავებული დღეს, 26 მაისს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქალაქ რუსთავში მცხოვრებ ქარჩავების ოჯახს დაესხა თავს. მან 1953 წელს დაბადებულ ნანული ქარჩავას ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. თავდასხმის შედეგად დაზიანებები ქარჩავას შვილებმაც მიიღეს.
სამართალდამცველებმა პირი მომხდარიდან რამდენიმე საათში თბილისში დააკავეს. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკს-ს 109-ე მუხლით).
