ახალი ამბები

ქუთაისში დამოუკიდებლობის დღეს აფასებენ

26 მაისი, 2013 •
ქუთაისში დამოუკიდებლობის დღეს აფასებენ

“ძალიან მნიშვნელოვანია 26 მაისი საქართველოსთვის. ჩვენი სახელმწიფო ახალგაზრდაა და იმედია, ამ დღის აღნიშვნა იქნება ისეთივე მასშტაბური, როგორც ეს წლების განამვლობაში იყო. თუ სადმე ღონისძიებაა, ვცდილობ ყველას დავესწრო”, –განუცხადა “ნეტგაზეთს” ქუთაისის მკვიდრმა მირიან ბერულავა. მიმდინარე ღონისძიებებით არფრთოვანებულია ლალი კაჭკაჭიშვილი: “ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. უაღრესად აღფრთოვანებული ვარ. ძალიან მიხარია, ისეთი მღელვარებაა, რომ ძალიან კარგია ასეთი მრავალფეროვანი ღონისძიებები რომ გვაქვს”.

 

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი ნიკო კაჭკაჭიშვილი კი დამოუკიდებელი დღის მნიშვნელობაზე საუბრობს: “ქვეყნის ცხოვრებაში არსებობს ბევრი საზეიმო დღე, მაგრამ დამოუკიდებლობის დღე ეს არის დღე, როცა ქვეყანა ფიქსირდება მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე როგორც დამოუკდებელი, თავისუფალი სახელმწიფო და მე ვიტყოდი, რომ ამის მიღწევა არც ისე იოლია პატარა ქვეყნისათვის ასეთ მტრულ გარემოში. მე ვულოცავ თითოეულ ჩვენგანს ამ დღეს, ვუსურვებ წარმატებას და მინდა დავიტოვო იმედი იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის სახელი გაბრწყინდება აუცილებლად როგორც ხვღისმშობლის წილხვედრი”.

 

აფხაზეთის ომის ვეტერანმა დავით ბერიძემ კი ჩვენთან საუბრისას უკმაყოფილება გამოხატა მიმდინარე ღონისძიებების გამო: “მე ვარ აფხაზეთის ომის ვეტერანი და ასეთი მკვდარი ქუთაისი მე არ მნინახავს. ეს არ გავს დამოუკიდებლობის დღეს”.

 

დღესვე ქუთაისში, კინო “საქართველოსთან” ქართველი კინემატოგრაფისტის, ვასილ ამაშუკელის ძეგლის იხსნება. სწორედ მისი გადაღებულია პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი აკაკის მოგზაურობაზე რაჭა–ლეჩხუმში.

ვასილ ამაშუკელის ძეგლი
ვასილ ამაშუკელის ძეგლი

მასალების გადაბეჭდვის წესი