მთელი დღის განმავლობაში თბილისის უბნებში დაგეგმილია სამხედრო და პოლიციის ტექნიკის, ასევე, აღჭურვილობის გამოფენა, ფოლკლორული ანსამბლებისა და გუნდების საკონცერტო გამოსვლები, მხატვრებისა გამოფენები და ა.შ. საქართველოში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.
საქართველომ დამოუკიდებლობა რუსეთის იმპერიის დაშლის შემდგ 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა. დამოუკიდებლობის აქტში ჩაიწერა:
1. ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენული უფლებების მატარებელია, ხოლო საქართველო – სრულფასოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
2. დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმაა — დემოკრატიული რესპუბლიკა.
3. საერთაშორისო ომებში საქართველო მუდმივად ნეიტრალური სახელმწიფოა.
4. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანაბრად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს მიუხედავად მისი ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა.
5.საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ქმნის ყველა პირობას მის ტერიტორიაზე მცხოვრები ერების თავისუფალი განვითარებისათვის
დამოუკიდებელმა საქართველომ არსებობა მხოლოდ 3 წლის განმავლობაში შეძლო, 1921 წლის თებრვალში რუსეთი შემოიჭრა საქართველოში, ოკუპაციის შედეგად კი დაფუძნდა საქრთველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წელს ხელახლა მოიპოვა.
