მილიარდერი პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ქვეშ ქართული დემოკრატია უფრო მყიფედ გამოიყურება. ათეულობით ადამიანი, რომელიც დაკავშირებული იყო მის მთავარ მტერთან, ვარდების რევოლუციის ლიდერთან მიხეილ სააკაშვილთან, დააკავეს მას შემდეგ რაც ივანიშვილის ქართულმა ოცნებამ მოიგო არჩევნები გასულ წელს. ამ კვირაში, მიხეილ სააკაშვილის მოკავშირე და ექს პრემიერ–მინისტრი ვანო მერაბიშვილი კორუფიციაში დაადანაშაულეს. მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც პრეზიდენტია 2013 წლის ოქტომბრამდე, პარალელები გაავლო უკრაინის ყოფილი პრემიერ–მინისტრის იულია ტიმოშენკოს დაკავებასთან, რომელსაც პოლიტიკური ელფერი აქვს.
ყოველივე ეს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ბატონი ივანიშვილის ადმინისტრაციამ უნდა იცოდეს, რომ დასავლეთი მუდმივად აკვირდება. ჯერ კიდევ არის მიზეზი, იმედის ქონის, რომ საქართელო არ გადაუხვევს დემოკრატიულ კურსს.
ბატონი სააკაშვილის მთავრობამ შორსგამიზნულ რეფორმებს მიაღწია. თუმცა, მაშინ როდესაც იგი განიცდიდა დიდწილ დასავლურ მხარდაჭერას, იგი იმყოფებოდა რევოლუციურ ხიბლში იმგვარად, რომ მზად იყო თავი დაეყენებინა კანონზე მაღლა, მას გაჭირვებით უმკლავდებოდა პოლიტიკური ოპოზიცია და იგი მიდრეკილი იყო ახლო მეგობრების სახელისუფლებო თანამდებობებზე დანიშვნისკენ.
ბევრ ქართველს სჯერა, რომ ყოფილ მთავრობასთან დაკავშირებულმა ადამიანებმა, მათ საკუთრებას შეუქმნეს საფრთხე. წინა წელს წინასაარჩევნოდ გავრცელდა ვიდეოები, რომელიც ასახავდა ციხეებში სასტიკ ძალადობას. სურვილი იმისა, რომ ამისთვის ოფიციალური პირები ყოფილიყვნენ გასამართლებული, იყო ერთ-ერთ ფაქტორი ივანიშვილის უეცარი გამარჯვებისა, ახლა მას აქვს ვალდებულებები ეს სურვილები აასრულოს.
ათეულობით შემდგომი დაპატიმრება წინასაარჩევნო პერიოდში ივანიშვილის გუნდის წევრების მოსმენებთანაა დაკავშირებული, რისი მტკიცებულებაც აშშ–ის უსაფრთხოების კონსულტანტებმა წარმოადგინეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მერაბიშვილმა და მისმა კოლეგამ არამიზნობრივად დახარჯეს სახელწიფო სახსრები და სააკაშვილის პარტიის 22 000 აქტივისტს უხდიდნენ ფულს.
კანონის უზენაესობის გაძლიერება არ უნდა იყოს პოლიტიკური შურისძიების საფარი. სამართლიანობისთვის ის უნდა იყოს მიუკერძოებელი და არა სელექციური. მაშინ, როცა ერთი მინისტრის მოადგილე დააკავეს ივანიშვილის მთავრობაში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევისთვის, სამიზნეების უმეტესობა სააკაშვილთან ასოცირდება.
პროკურორებმა მტკიცედ უნდა გამოიძიონ სააკაშვილის მხრიდან მოთხოვნა “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსებასთან დაკავშირებით და ასევე სააკაშვილის მხარდამჭერებზე თავდასხმები, როცა ისინი პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლაზე დასწრებას ცდილობდნენ თებერვალში. მერაბიშვილის სასამართლო პროცესზე უნდა იყო წარმოდგენილი დამაჯერებელი არგუმენტები და პროცესი უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო ნორმებს.
ევროკავშირმა მართებულად გააფრთხილა საქართველო რომ სამართლებრივი დევნა უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლეს სტანდარებს. იმ შემთხვევაში თუ ეს არ მოხდა, თბილისს, შეუძლია აღარ ეპარებოდეს ეჭვი, რომ მისი ევროინტეგრაციის ამბიცია, რომელსაც ივანიშვილი თავის მხრივ აცხადებს, იმავე დაბრკოლებებს შეხვდება, რასაც იანუკოვიჩის უკრაინა აწყდება.