ახალი ამბები

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა

25 მაისი, 2013 •
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა

ვიზიტის პირველ დღეს, 28 მაისს დელეგაცია  საქართველოს პრემიერ–მინისტრს ბიძინა ივანიშვილს შეხვდება. შეხვედრა პრემიერ–მინისტრის რეზიდენციაში შედგება. 

 

გავრცელებულ პროგრამაში აღნიშნულია, რომ ამავე დღეს შედგება შეხვედრა, საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან, თუმცა პროგრამაში ნათქვამია, რომ აღნიშნული ინფორმაცია დასაზუსტებელია. 

 

ვიზიტის მეორე დღეს, 29 მაისს, კი დელეგაციის წევრები  საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს,  რენო სალინს შეხვდებიან. ასევე დაგეგმილია  შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან  მაია ფანჯიკიძესთან.  პროგრამის მიხედვით დასაზუსტებელია   შეხვედრა პრემიერ-მონისტრის მოადგილესთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან,  გიორგი მარგველაშვილთან. 

 

დელეგაცია თბილისს 29 მაისს დატოვებს. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი