ახალი ამბები

შსს: რუსთავი 2-ის საიტზე კიბერშეტევა თეთრიწყაროელმა მოზარდმა განახორციელა

21 სექტემბერი, 2017 • 2399
შსს: რუსთავი 2-ის საიტზე კიბერშეტევა თეთრიწყაროელმა მოზარდმა განახორციელა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოვლენილია „რუსთავი-2“-ის ვებ-გვერდზე განხორციელებული კიბერშეტევის ჩამდენი პირი. უწყების ცნობით, სამაუწყებლო კომპანიის საიტი 1999 წელს დაბადებულმა ე.მ-მ გატეხა, რომელიც თეთრიწყაროს რაიონში ცხოვრობს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, პოლიციამ ახალგაზრდის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ მიმდინარე წლის 19 სექტემბერს ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის ვებ-გვერდზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს.

კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, გამასწორებელ სამუშაოს ორ წლამდე ვადით ან იმავე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

მასალების გადაბეჭდვის წესი