როგორც სამინისტროში განმარტავენ, ბრალდებულები დანაშაულს აღიარებენ.
გამოძიება შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფის, უკანონოდ და ძალადობით ხელის შეშლის ფაქტზე სსკ-ის 161–ე მუხლის 1–ლი ნაწილით მიმდინარეობს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროში 17 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე”- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.