ახალი ამბები

ქვემო ქართლის მუფტი: მუსლიმებს ლოცვის საშუალება არ მოგვცეს

24 მაისი, 2013 •
ქვემო ქართლის მუფტი: მუსლიმებს ლოცვის საშუალება არ მოგვცეს

“დაახლოებით, 1-ის ნახევარი იქნებოდა, ლოცვა დავიწყეთ და ადგილობრივი, არამუსლიმი მოსახლეობა მოვიდა, რომელიც სოფლის გამგებელმა, გულო ნადირაშვილმა შეკრიბა. მოვიდნენ, მოგვაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. გვაგინებდნენ. გამოგვიცხადეს, რომ ეს წმინდა მიწაა ქრისტიანების და თუ ლოცვა გვინდა, აჭარაში წავბრძანდეთ,”- ამბობს მუფტი. 

 

მისივე თქმით, ძალადობა რომ არ მომხდარიყო ადგილობრივ მოსახლეობას შორის, ლოცვის შეწყვეტა არჩიეს. 

 

“ჩვენ სამმართველოს დავუკავშირდით, მათ პოლიციას შეატყობინეს. ადგილზე მოსულმა პოლიციის თანამშრომლებმა ვერაფერი ქნეს, უბრალოდ ჩვენი სახელები და გვარები ჩაიწერეს, მეტი არაფერი. აღნიშნული ფაქტის შესახებ სახალხო დამცველსაც შევატყობინეთ,”- აცხადებს ჯემალ ადაძე. 

 

როგორც მუფტი განმარტავს, სახლი, სადაც დღეს, 24 მაისს დილის ლოცვა უნდა შეესრულებინათ ადგილობრივებს, 2012 წელს საქართველოს მულლიმთა სამმართველომ შეიძინა. იქამდე ლოცვები ადგილობრივი მუსლიმის სახლში ტარდებოდა. 

 

ის, რომ დღევანდელი დილის ლოცვა, სწორედ სამმართველოს საკუთრებაში არსებულ სახლში უნდა ჩატარებულიყო, მუფტის განმარტებით, სოფლის გამგებელმა იცოდა. 

 

“ჩვენ მას რამდენიმე დღით ადრე შევხვდით. ვაჩვენეთ დოკუმენტი, რომ ეს სახლი ოფიციალურად მუსლიმთა სამმართველოს საკუთრებაშია. შეთანხმებული ვიყავით, რომ ისიც მოვიდოდა და დაგვესწრებოდა. ნახავდა საკუთარი თვალით როგორ მიმდინარეობს ლოცვა. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მან ხალხი ჩვენ წინააღმდეგ დარაზმა,”- ამბობს მუფტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი