“ჩვენ მივესალმებით პრემიერის მიერ მთავრობის სახელით გაკეთებულ განცხადებას, რომ იმ პირების მიმართ, ვინც ძალადობაში არიან დამნაშავენი, ჩატარდება სათანადო გამოძიება და საჭიროების შემთხვევაში, მოხდება ბრალის წაყენებაც. აშშ გმობს გასულ კვირას ლგბტ შეკრების მიმართ ძალადობას და მხარს უჭერს პრემიერის განცხადებას სათანადო გამოძიებისა და შესაძლო ბრალის წაყენების თაობაზე.”
ბრიჯიტ ბრინკი, ასევე, გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილისა და კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავების ფაქტს. მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოება დიდი ინტერესით ადევნებს თვალყურს ამ საქმეებს:
“აშშ მიესალმება საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მისწრაფებას და რჩება საქართველოს მტკიცე მხარდამჭერად.”
მისი თქმით, მართლმსაჯულება უნდა ჩატარდეს კანონის უზენაესობის, გამჭვირვალობის და უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვის საფუძველზე.