პრემიერ მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს დამოკიდებულება, რომ რუსეთს ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარებაში დაეხმაროს.
ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რა კუთხით შეიძლება დაეხმაროს საქართველო რუსეთს ოლიმპიადის მშვიდობიანად ჩატარებაში, ივანიშვილი პასუხობს:
“რასაც მოითხოვენ, მაქსიმალურად უნდა მოვახერხოთ, რომ არაფერი არ მოხდეს ოლიმპიადის დროს ჩვენს საზღვრებთან.”
2014 წლის ზამთრის ოლიპმიური თამაშები, რუსეთის შავი ზღვისპირა ქალაქ სოჭში იმართება. სოჭი რუსეთ–სასქართველოს დე–იურე საზღვართან ახლოს მდებარეობს.