ახალი ამბები

არა თეოკრატიას! – აქცია საქართველოს საელჩოსთან ბრიუსელში [Video]

24 მაისი, 2013 • 1537
არა თეოკრატიას! – აქცია საქართველოს საელჩოსთან ბრიუსელში [Video]

აქციის მონაწილეები 17 მაისის მოვლენებს გამოეხმაურნენ და ძალადობა საელჩოს წინ გააპროტესტეს. მათ თან ჰქონდათ ტრანსფარანტები წარწერებით “არა ძალადობას”, “ანაფორა არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან”, “არა თეოკრატიას”


აქციის მონაწილეების განცხადებით ისინი არც ერთი პოლიტიკური ჯგუფის მხარდამჭერები არ არია. აქციის გამართვასთან დაკავშირებით მოწოდება სოციალური ქსელების მეშვეობით გავრცელდა და ასე გამოიყურება:

“თუ თვლი, რომ 17 მაისს ადგილი ჰქონდა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევას;

თუ თვლი, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან, მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ განხორციელდა ძალადობა;

თუ თვლი, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არ უნდა ქადაგებდეს სიძულვილს ღმერთის სახელით;

თუ თვლი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სათანადოდ ვერ/არ აღკვეთა რელიგიური ექსტრემიზმი;

თუ თვლი, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია უხეშად ერევა სახელმწიფოს საქმიანობაში

შემოგვიერთი”

მასალების გადაბეჭდვის წესი