ახალი ამბები

სასჯელაღსრულების სამინისტრომ განცხადების ტექსტი შეცვალა

23 მაისი, 2013 •
სასჯელაღსრულების სამინისტრომ განცხადების ტექსტი შეცვალა

ტექსტის პირველად ვარიანტში ეწერა, რომ მსჯავრდებული ლ.კ. სავარაუდოდ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კიბიდან დაგორების შედეგად მიღებული ტრავმების გამო გარდაიცვალა:

 

“მსჯავრდებულს, სავარაუდოდ, მე-6 საცხოვრებელი კორპუსის კიბეზე ასვლის დროს ფეხი დაუცურდა და საფეხურებზე მრავალჯერადი დაცემის შედეგად სხეულის სხვადასხვა ადგილას, განსაკუთრებით თავის არეში დაზიანებები მიიღო”, – ნათქვამი იყო განცხადებაში.

 

შეცვლილ ტექსტში კი ნათქვამია, რომ მსჯავრდებულმა დაზიანებები პატიმრებს შორის კონფლიქტის გამო მიიღო:

 

“მსჯავრდებულმა სხეულის სხვადასხვა ადგილას, განსაკუთრებით თავის არეში  მიიღო დაზიანებები. პირველადი ინფორმაციით, ლ.კ.-მ დაზიანებები პატიმრებს შორის მომხდარი კონფლიქტის შედეგად მიიღო”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ახალ განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი