თბილისში, თემქის დასახელბაში მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.
შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, დაზარალებულს ჭრილობა დანით აქვს მიყენებული. მათივე ცნობით, ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
შსს-ს ცნობით, ოპერატიული საგამოძიებო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს და დამატებით ინფორმაციას მომხდართან დაკავშირებით მოგვიანებით გაავრცელებენ.