ახალი ამბები

სუარესი: პოლიტიკური ოპონენტების გისოსებში გამოკეტვა არ მოაგვარებს პრობლემებს

23 მაისი, 2013 • 1054
სუარესი: პოლიტიკური ოპონენტების გისოსებში გამოკეტვა არ მოაგვარებს პრობლემებს

“თვალყურს ვადევნებდი ამ კვირაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის და ამჟამად “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის, შიდა პარტიულ პრაიმერში პრეზიდენტობის კანდიდატის ვანო მერაბიშვილისა და ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის, ამჟამად კი კახეთის გუბერნატორის დაკავებას.

 

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოელის საქართველოს მთავრობისგან, რომ სრულად იქნება შესრულებული ეუთოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებები ადამიანის უფლებების, სამართლიანი, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სამართლებრივი პროცესის შესახებ, რომელიც არ იქნება პოლიტიკურად მოტივირებული.

 

საქართველომ გასულ წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა წინ, როდესაც რეგიონში პირველად მოხდა მშვიდობიანად, არჩევნების გზით, ერთი პოლიტიკური ძალიდან მეორეზე ხელისუფლების გადაცემა და ეს პროგრესი არ უნდა შეფერხდეს. სამართლებრივი პროცესი უნდა ეფუძნებოდეს საქართველოს ნაკისრ ვალდებულებებს დემოკრატიისა და ევროპული ღირებულბებეის კუთხით და არ უნდა იძლეოდეს შეშფოთების საფუძველს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები შესაძლოა გამოყენებული იქნას პარტიული ინტერესებისთვის”, – განაცხადა სუარესმა.

 

პრესრელიზში, რომელსაც ეუთოს საპარლამენტო ასაბლეის პრესის დეპარტამენტი ავრცელებს, ნათქვამია, რომ გუშინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან სატელეფონო საუბრის დროს სუარესმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ “პოლიტიკური ოპონენტების გისოსებში გამოკეტვა არ მოაგვარებს პრობლემებს, პირიქით, ეს შექმნის ახალ პრობლემებს”, ამ საკითხებს თანამოსაუბრესთან წინა საუბრის დროსაც შეეხო, მისი საქართველოში ბოლო ვიზიტის დროს.

 

სუარესი ბოლო დროს იმყოფებოდა სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის, საქართველოში, სადაც განიხილა დემოკრატიის განვითარებისა და რეფორენბის საკითხები პრეზიდენტ სააკაშვილთან, პარლამენტის სპიკერ დავით უსუფაშვილთან, პრემიერ ივანიშვილთან, ოპოზიციურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. სუარესი 2011 წლიდან არის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, მას შემდეგ, რაც მას დაუმთავრდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი