ახალი ამბები

უგულავას ოფიციალური განცხადება მერაბიშვილის დაკავებაზე

23 მაისი, 2013 • 1190
უგულავას ოფიციალური განცხადება მერაბიშვილის დაკავებაზე

გიგი უგულავას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 

“პირველ ოქტომბერს, როდესაც ნაციონალურმა მოძრაობამ და მიხეილ სააკაშვილმა ოცნების გამარჯვების შემდეგ სრულად ძალაუფლება გადააბარა ახლად არჩეულ გამარჯვებულ პარტიას, ამით საქართველოში შეიქმნა უმნიშვნელოვანესი პრეცედენტი იმისა, რომ ხელისუფლება თავისუფალი და კონკურენტული გზით გადაეცა ერთი პარტიიიდან მეორე პარტიას და ეს იყო ძალიან  მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რატომ ვამბობ ახლა ამას, იმიტომ, რომ დღევანდელი ხელისუფლება, რომელსაც სულ მალე თაფლობის თვე დაუმთავრდება და რეალური კრიზისები დაუდგება წინ, ისევე, როგორც ყველა მომდევნო ხელისუფლება,  ეცოდინება რა, რომ თავისუფალი, სამართლიანი ტრანზიციის, ანუ ძალაუფლების გადაცემის შემდეგ იქნება ე.წ. სამართლიანობის აღდგენის მსხვერპლი, და ამ სამართლიანობის აღდგენას თავში ჩაუდგება ლაშა ნაცვლიშვილი, ნანა კაკაბაძე და ახლა საერთოდ თენგიზ კიტოვანიც დაემატა, ბუნებრივად მოეპოტინება, ჩაებღაუჭება ძალაუფლებას ხელში და შეეცდება არ გაუშვას ძალაუფლება ხელიდან. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შევალთ სპირალში, რომელიც ქვეყანას კარგს აღარაფერს მოუტანს, ამიტომ ამ კუთხით უნდა დაფიქრდეს, ჩემი აზრით, მთავრობა იმიტომ, რომ ასეთი თვალსაზრისით, ჩემი აზრით, მომავალს, ქვეყნის მომავალს დიდ საფრთხეს აყენებს. სხვა მხრივ, ახლა ჩვენ ვიმყოფებით ჩამომსვლელთა დარბაზში, არავინ არსად არ წასულა, სხვათა შორის, ამ ამბებთან დაკავშირებით გამახსენდა ბატონ ივანიშვილის ინტერვიუ, თუ არ ვცდები შუბლაძესთან, სადაც მან ძალიან საინტერესო რამ ახსენა, რომ ვისაც ჭკუა ქონდა გაიქცა, მან ასეთი ფრაზა იხმარა. ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია, რატომ დღემდე არ დატოვა  ბატონმა ივანიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობა, უფრო სწორად, შეაჩერა გამოცვლის პროცედურა, რატომღაც არავინ არ დაინტერესებულა, რატომ არ აიღო  ამიტომ საქართველოს მოქალაქეობა, როდესაც ის რვა თვეა პრემიერ- მინისტრია,  იმიტომ, რომ მაგ ადამიანსაც აქვს ეგ ფსიქიკა, რომელიც ორიენტირებულია გაქცევაზე. ჩამოსვლათა დარბაზში ვართ, ჩამოვედი, ყველა ჩამოვა, ვინც საჭიროა, და თუ თავისუფლების გზა გადის ციხეზე, დღეს ვანო იქნება, ხვალ სხვა იქნება, ზეგ შეიძლება მეც ვიყო, შემდეგ კიდევ ვიღაც სხვა იყოს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ბევრად უფრო მეტი გამოწვევისთვის გაგვიძლია ამ წლების განმავლობაში და, შესაბამისად, ციხე იმასთან შედარებით არაფერი არ არის. ასე რომ, ტყუილად თავს ნუ დაიღლიან და რეალური პრობლემების მოგვარებისკენ მინდა  მოვუწოდო იმიტომ, რომ დღითიდღე ჩვენს ქვეყანაში პრობლემები მრავლდება და, სამწუხაროდ, კაციშვილი პატრონი არ ჩანს,”- ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი