“თუ თვლი, რომ 17 მაისს ადგილი ჰქონდა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევას;
თუ თვლი, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ განხორციელდა ძალადობა;
თუ თვლი, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არ უნდა ქადაგებდეს სიძულვილს ღმერთის სახელით;
თუ თვლი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სათანადოდ ვერ/არ აღკვეთა რელიგიური ექსტრემიზმი;
თუ თვლი, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია უხეშად ერევა სახელმწიფოს საქმიანობაში,”- აღნიშნული მიმართვა ბრიუსელში მცხოვრებმა ქართველებმა გაავრცელეს.
დღევანდელი აქცია ბრიუსელში საქართველოს საელჩოს წინ დაიგეგმა.
“აქცია არის სამოქალაქო ხასიათის და არ ემსახურება არც ერთი პოლიტიკური ჯგუფის ინტერესს,”- ნათქვამია მიმართვაში.
17 მაისს თბილისში მომხდარ ძალადობას დღეს ბერლინშიც დაგმობენ.